შუშის ნაძვის ხის დეკორაციების ვორკსოპი ეთნოფესტის ფარგლებში

  • ტრადიციები
შუშის ნაძვის ხის დეკორაციების ვორკსოპი ეთნოფესტის ფარგლებში

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წელს ეთნოფესტის ღონისძიებაში კვლავ იღებს მონაწილეობას ჩეხური საოჯახო კომპანია Rautis, რომელიც აწარმოებს შუშის ნაძვის ხის დეკორაციებს. Rautis-ის სტენდი განთავსდება მე-6 დარბაზში, სტენდის ნომრით 611.

 შაბათს, 12 ოქტომბერს და კვირას, 13 ოქტომბერს, Rautis-ის მფლობელები სახელოსნოში დაამზადებენ შუშის საშობაო დეკორაციებს, სადაც მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროცესში. ვორქშოპი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, მცირეწლოვან ბავშვებს მონაწილეობა შეუძლიათ მშობლებთან ერთად. ვორქშოპები ჩატარდება შაბათს და კვირას, 12-13  საათზე და 16-17 საათზე Rautis-ის სტენდთან, მე-6 დარბაზში.

ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1SnuAufUcvW98R8RNTubL12EECh0Fv4ZtyXQ9_zE5oeo/viewform?edit_requested=true

სხვა ღონისძიებები