ჩეხური ენის კურსები

ორ 2. 3. 2026 – ორ 15. 6. 2026

ონლაინ

  • განათლება
  • ონლაინ
ჩეხური ენის  კურსები

ჩეხეთის ცენტრი თბილისში 2026 წლის ზაფხულის სემესტრში იწყებს ჩეხური ენის ონლაინ კურსების ორგანიზებას. კურსების მიზანი არ არის მხოლოდ ჩეხური ენის სწავლება, არამედ ჩეხური კულტურის გავრცელება და ჩეხეთის რესპუბლიკის კარგი იმიჯის წარმოჩენა. კურსის მონაწილეები ასევე ეცნობიან ჩეხურ რეალიებს ენის შესწავლის პროცესში. კურსების მთავარი მიზანია, კომუნიკაციური მიდგომის საფუძველზე, სტუდენტებს ასწავლოს ეფექტური კომუნიკაცია ჩეხურ ენაზე.

კურსები ჩატარდება რეგულარულად როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სემესტრში. მათ უძღვებიან გამოცდილი და სპეციალურად მომზადებული ლექტორები — ვოიტეხ კუბეცი უმცროსი, რომელიც ასწავლის ქართულ ენაზე, და ჰანა დირინგეროვა, რომელიც ასწავლის ინგლისურ ენაზე. სწავლება მორგებულია ადგილობრივ სპეციფიკაზე და დაკავშირებულია ჩეხეთის ცენტრის თბილისის კულტურულ პროგრამასთან.

კურსის საფასურში შედის როგორც ონლაინ სახელმძღვანელოები, ასევე ZOOM-ისა და Google Classroom-ის ლიცენზიები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდზე განყოფილებას „ჩეხური ენის კურსები“.

სხვა ღონისძიებები