ჩეხეთის ცენტრები არის საჯარო დიპლომატიის ინსტიტუტი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაარსებული.
მათი მთავარი მისიაა მსოფლიოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარგი სახელის მხარდაჭერა და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერება. როგორც კულტურული ინსტიტუტი, ისინი არიან ევროპული კულტურული ინსტიტუტების საზღვარგარეთული ქსელის — EUNIC-ის წევრები. ისინი წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში: ხელოვნებიდან და შემოქმედებითი ინდუსტრიებიდან დაწყებული, ჩეხური მეცნიერებისა და ინოვაციების მიღწევების პოპულარიზაციით დამთავრებული. ისინი უცხოეთში ჩეხური ენის სწავლებასაც უწყობენ ხელს, მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში და მოქმედებენ როგორც პლატფორმა საერთაშორისო კულტურული დიალოგის განვითარებისათვის.
ამჟამად საზღვარგარეთ ფუნქციონირებს სულ 26 ფილიალი 4 კონტინენტზე. ჩეხეთის ცენტრებთან ერთად, ისინი ასევე მართავენ ჩეხეთის სახლებს ბელგრადში, ბრატისლავასა და იერუსალიმში.
ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიზანია საქართველოში ჩეხური კულტურის პოპულარიზაცია, ჩეხური მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების მიღწევების წარმოდგენა, ჩეხური ენის სწავლებისა და ბოჰემისტიკის მხარდაჭერა, ასევე სავაჭრო და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩეხური კულტურის სხვადასხვა ფორმისა და სფეროს წარმოდგენით, ჩვენ ვზრდით საზოგადოების ცნობიერებას ჩეხეთში არსებულ შემოქმედებით გარემოსა და ტენდენციებზე.
ჩვენ ვიკვლევთ შესაძლებლობებს საქართველოში ჩეხური პროექტების წარმოსაჩენად. კულტურულ პრეზენტაციას ვაკავშირებთ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ადგილობრივ ბრენდებთან, წარმოვაჩენთ ჩეხური ინდუსტრიის კრეატიულობას და ამ გზით ხელს ვუწყობთ ჩეხეთის სავაჭრო ინტერესებსაც, ასევე ვაჩვენებთ ჩეხეთს როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას.