სიხარულით გეპატიჟებით გამოფენაზე ფრანც კაფკას შესახებ ქობულეთის მუზეუმში. გამოფენის გახსნა იქნება 24 ივლისს 14:00 საათზე.
წელს ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან ასი წელი შესრულდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფრანც კაფკას ორიგინალი ფოტოები და ციტატები მისი ნამუშევრებიდან. გამოფენა თემატურად უკავშირდება თბილისში ორგანიზებულ ფრანც კაფკასადმი მიძღვნილ ღონისძიებების სერიას.
ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს პრაღაში და გარდაიცვალა 1924 წლის 3 ივნისს კირლინგში, კლოსტერნეიბურგის მახლობლად. კაფკა იყო ებრაელი მწერალი რომელიც ცხოვრობდა პრაღაში და წერდა გერმანულად. ითვლებოდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ მწერლად, მან დაწერა სამი რომანი - "ამერიკა", " სასამართლო" და "ციხე" - და რამდენიმე მოთხრობა და ნოველა (მისი მოთხრობებიდან ყველაზე ცნობილი არის " მეტამორფოზა").