ფოტო გამოფენა - ალჟბეტა იუნგროვას ჩეხური ტრადიციების ფოტოკოლექცია

Art Palace

  • ფოტოგრაფია
ფოტო გამოფენა - ალჟბეტა იუნგროვას ჩეხური ტრადიციების ფოტოკოლექცია

გეპატიჟებით გამოფენის ტრადიციები გახსნაზე.

ჩეხი ფოტოხელოვანი ალჟბეტა იუნგროვა დაიბადა 1978 წელს ჩეხეთში, ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ფოტოგრაფიით და ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ფოტოების გადაღება. ფოტოგრაფის ინტერესის სფეროა დოკუმენტური ჟანრი და რეპორტაჟების მომზადება, ისევე როგორც მისი თანამედროვეების ცხოვრებისა და ბედის ასახვა ფოტოებში. მან იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ხშირად იღებდა ფოტოებს განსხვავებულ სიტუაციებში. სხვა ჯილდოებთან ერთად, ალჟბეტა იუნგროვამ მიიღო საპატიო ჯილდო ჩეხეთის პრესფოტოდან ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ნარკოტიკების შესახებ რეპორტაჟისთვის, ფეშავარში, პაკისტანში, აგურის ქარხანაში მომუშავე ბავშვების ფოტოების სერიისთვის და UNHCR-ის ჯილდო ბირმის ლტოლვილთა ბანაკში, ბანგლადეშში გადაღებული ფოტოებისთვის. ალჟბეტა ბევრ საქველმოქმედო პროექტშია ჩართული. თავისუფალ ნამუშევრებში ის ასახავს ადამიანის ემოციებს, როგორც კლასიკური ფოტოგრაფიული ფორმით, ასევე კოლაჟით თუ ვიდეოპროექციით.

სხვა ღონისძიებები