‼️ სამწუხაროდ, განვითარებული მოვლენების გამო ფილმის ჩვენება გადაიდო. CinExpress და ჩეხეთის ცენტრი თბილისი/Czech Centre Tbilisi საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ, ერთობლივ პროექტს – „მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა“.
რეტროსპექტივა მოიცავს რეჟისორის ადრეულ შემოქმედებას, კერძოდ, ჩეხური პერიოდის ფილმებს - “შავი პეტრე“ (1963), “ქერა ქალის სიყვარული“ (1965), “მეხანძრეების მეჯლისი“ (1967), რომელიც ფორმანმა 1960-იან წლებში, ჩეხოსლოვაკური ახალი ტალღის (1963 – 1968) პერიოდში გადაიღო.
ფორმანის ამ პერიოდის ფილმებში ხაზგასმულია მარტოხელა ადამიანისა და მჩაგვრელი სისტემის დაპირისპირების თემა, კრიტიკული დამოკიდებულება და ირონია აბსურდული რეალობისადმი, ადამიანური ურთიერთობების სირთულეები და გამოწვევები.ჩვენებები გაიმართება 14 და 16 მაისს, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში.
“მეხანძრეების მეჯლისი" (The Firemen's Ball, 1967)პატარა ქალაქის მოხალისე მეხანძრეები აწყობენ წვეულებას მათი ყოფილი უფროსისთვის, სადაც არაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ფილმი სატირულად აღწერს ყველა იმ მიზეზს (პროპაგანდა, ბიუროკრატია, კორუფცია), რომელმაც გამოიწვია აღმოსავლეთ ბლოკის სტრუქტურული ნგრევა.რეჟისორი: მილოშ ფორმანი ხანგრძლივობა: 1 საათი, 13 წუთი. გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით. დრო: 14 მაისი, 19:30 საათი. “შავი პეტრე“ (Black Peter, 1963)ახალგაზრდა ბიჭი, პეტრე, მაღაზიაში იწყებს მუშაობას. უფროსი მუდმივად აძლევს მკაცრ მითითებს, ხოლო მამა უსარგებლოდ აგრძნობინებს თავს.რეჟისორი: მილოშ ფორმანი ხანგრძლივობა: 1 საათი, 25 წუთი. გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით. დრო: 16 მაისი, 19:00 საათი.
“ქერა ქალის სიყვარული“ (Loves of a Blonde, 1965)ანდულა ჩეხი გოგონაა ინდუსტრიული ქალაქიდან, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს სიყვარულს და ხვდება მილდას, პრაღიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მუსიკოსს.რეჟისორი: მილოშ ფორმანი ხანგრძლივობა: 1 საათი, 28 წუთი. გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით. დრო: 16 მაისი, 21:00 საათი. ავტორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ cinexpress-ის სარედაქციო ჯგუფის წევრები, ლიკა გლურჯიძე და ალექსანდრე გაბელია.დასწრება თავისუფალია.