ჩეხური თოჯინების თეატრის სამი ახალგაზრდა მსახიობი "დამუზა" სტუდიიდან თბილისში წარმოადგენენ სპექტაკლს „მიწა ზურგჩანთაში“.
ანოტაცია: წვიმასა და ქარში, ღამით ნისლში მგზავრობისას, ბუჩქების ტოტები იგრიხებიან. ისინი ნაზად ეხება მანქანას. გავდივართ ხიდზე, სადაც ტროლები ცხოვრობენ, სახურავჩამონგრეულ სახლებს, ქვის ღობეებსა და მდელოებზე აღმართულ ბორცვებს შორის, უკაცრიელ სივრცეში. ლანდშაფტს უფრო სინეადის სიტყვებით ვხედავთ, ვიდრე ჩვენი თვალებით.
ეს არის მუსიკალური-ობიექტური მოთხრობა გამოგონილი ქმნილებებით დასახლებულ სივრცეში. კუნძული, სადაც ცხვრები ლურჯად და ვარდისფრად იცვლიან ფერს და სადაც წვიმა ქვემოდან ზემოთ მოდის. ავტოსტოპი, ქაუჩსერფინგი, გამოკითხვები, ქუჩაში მუსიკა, ხეტიალი. და ძალიან ბევრი წვიმა.
აუდიტორია: საოჯახო შოუ, ძირითადად მოზრდილებისთვის.
სპექტაკლი გაიმართება ინგლისურად; დამსწრეებს გადაეცემათ ტექსტის ქართულად ნათარგმნი ვერსიაც.
თარიღი: კვირა, 4 მაისი, 18:00 ადგილმდებარეობა: თოჯინების თეატრი, აღმაშენებლის გამზირი 164 ხანგრძლივობა: დაახლოებით 35 წუთი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება ელექტრონული ფოსტით: krejcova@czechcentres.cz.