„ჩეხეთის ცენტრ თბილისთან" თანამშრომლობით, მასპინძლობს ჩეხი არქიტექტორის ანა ბეატა ჰაბლოვას, რომელიც წაიკითხავს ლექციას სახელწოდებით ქალაქების ,,არა-ადგილები / non - places”. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენე დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა ჩეხი არქიტექტორის, ურბანისტის და მწერლის ანა ბეატა ჰაბლოვას მოხსენებას, რომელიც გაგვიზიარებს მის ხედვას ქალაქების მარგინალურ სივრცეებზე - უყურადღებოდ დარჩენილ, მიტოვებულ, გარდამავალ და შეუმჩნეველ ადგილებზე. ანნა ახასიათებს ქალაქების ,,არა-ადგილებს” - არა მხოლოდ მარკ ოჟეს გაგებით, არამედ ამ ტერმინში აერთიანებს ყველაფერს რაც, პროგნოზირებადი საჯარო სივრცისგან განსხვავდება. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენე დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად.
მონაწილეები ისაუბრებენ თბილისის ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის ,,არა-ადგილების”, საჯარო სივრცეების და იმ ადგილების სპექტრის შესახებ, რომლებიც ამ ორი ტიპის ტერიტორიებს შორის ზღვარს შლის. დისკუსია შეეხება იმ მიზეზებს, რომლებიც თბილისში ,,არა-ადგილების” სიმრავლეს განაპირობებს. ასევე, განხილულ იქნება ბოლო პერიოდის საჯარო სივრცეების რეაბილიტაციის პროექტები: გუდიაშვილის მოედნის ტრანსფორმაცია ისტორიულ უბანში და მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში. ორივე პროექტის არქიტექტორი დავით გიორგაძეა.
შესასვლელი კინოს სახლი Creative Hub, ბოლო სართული.
18:00 – ანა ბეატა ჰაბლოვას ლექცია 18:40 - დისკუსია ელენე დარჯანიასთან და დავით გიორგაძესთან ერთად. 19:40 - კითხვა-პასუხიდასწრება თავისუფალია
ლექცია და დისკუსია გაიმართება ინგლისურ ენაზე