კონცერტი ბედრჟიხ სმეტანას დაბადების 200 წლისთავის საპატივცემულოდ

  • მუსიკა
კონცერტი ბედრჟიხ სმეტანას დაბადების 200 წლისთავის საპატივცემულოდ

სულ რაღაც 3 დღეში ჩატარდება რომანტიკული მუსიკის უნიკალური კონცერტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს მონაწილეობით, რომელსაც აწყობს ჩეხეთის ცენტრი თბილისი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირთან თანამშრომლობით!

კონცერტი გაიმართება ბედრჟიხ სმეტანას დაბადების 200 წლისთავის საპატივცემულოდ და ჩეხური მუსიკის 2024 წლის ფარგლებში. 

ისიამოვნეთ მუსიკალური საღამოთი მევიოლინე ტომაშ ტულაჩეკთან და პიანისტ ნინო უშიკიშვილთან ერთად.

კონცერტი გაიმართება ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მისამართზე - თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 123.

დასწრება უფასოა!

მობრძანდით და ისიამოვნეთ რომანტიული მელოდიებით და არ დაგავიწყდეთ მეგობრების მოწვევა!

სხვა ღონისძიებები