CYCLE UP!

ოთ 1. 4. 2026 – სა 30. 6. 2026

Tbilisi

  • დიზაინი
  • სპორტი
CYCLE UP!

პროექტი CYCLE UP!, რომელიც 2026 წელს ხორციელდება ჩეხეთის ცენტრის  თბილისის

 მიერ და თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის Creative Europe ფარგლებში, იკვლევს გადაკვეთებს ხელოვნებასა და მდგრად ტრანსპორტს შორის. იგი აერთიანებს  აქტივობებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელს უწყობს მდგრადი გადაწყვეტილებების მოძიებას მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. პროექტის ქართული ნაწილის ხედვა მოიცავს შემოქმედებით ვორქშოფებს, სემინარებს, საჯარო სივრცეში განხორციელებულ არტ-ინტერვენციებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, რეზიდენციებს, გამოფენებს, პუბლიკაციებს და  ველო ტრანსპორტის მხარდაჭერას. 2026 წელს პროექტში CYCLE UP! ჩართულია ჩეხური ცენტრი თბილისში, ბუქარესტში, სოფიასა და ვენაში.

2024 წლის ზაფხულში, ჩეხური ცენტრების პატრონაჟით, გაიმართა არტ-რეზიდენციების პირველი ტალღა ბერლინში, ბრატისლავასა და პრაღაში, ხოლო პროექტის სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით ასევე კატოვიცესა და ტარტუში. 2025 წელს ამ სერიას მოჰყვა კიდევ ოთხი რეზიდენცია—ამჯერად ჩეხური ცენტრების ქოლგის ქვეშ, თანამშრომლობით ევროპის კულტურის დედაქალაქთან ჩესკა ბუდეოვიცე 2028, ფონდთან ბროუმოვ 2028+ და სტუდია ჰრონოვ-თან, მაშინ როცა კატოვიცესა და ტარტუში რეზიდენციები მეორედ ჩატარდა.

პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა პუბლიკაცია მდგრადი რეზიდენციების გზამკვლევის ფორმატში, რომელიც აჯამებს ძირითად გამოცდილებასა და რეკომენდაციებს. პუბლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ჩეხურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. აქ Toolbox“ — ანუ ინსტრუმენტების ნაკრები სხვადასხვა მასშტაბის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის — გამოქვეყნდება 2026 წლისთვის, ხოლო ჩეხური ცენტრები მონაწილეობას მიიღებენ მის საპილოტე ტესტირებაში პარტნიორი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. პროექტი დასრულდება 2026 წლის შემოდგომაზე კონფერენციით, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის ძირითადი შედეგები, მიღებული გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები მისი ყველა ეტაპიდან.

პროექტის პარტნიორები:

  • ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი

  • პროექტის პარტნიორები: Česká centra, BoMiasto, PUNKT, Tartu 2024, City of Tartu

  • პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის Creative Europe ფარგლებში.

  • პროექტი ხორციელდება ჩეხეთის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

  • პროექტის სარეგისტრაციო ნომერი: 101098882

  • კონტაქტი: cycleup@czechcentres.cz

სხვა ღონისძიებები