ევროპული ხედვები - ვიდეო გიორგი მარგველაშვილთან

1. 11. 2022
ევროპული ხედვები - ვიდეო გიორგი მარგველაშვილთან

ცნობილი ადამიანები ჩეხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მონაწილეობენ ჩეხეთის ცენტრის პროექტში, რომელიც მომზადებულია ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. პროექტი Visions for Europe წარმოგიდგენთ ამ პიროვნებების მოკლე ინტერვიუებს (დაახლოებით 1 წუთიანი ვიდეოები), სადაც ისინი აღწერენ თავიანთ "ევროპულ ხედვას". ეს არის კონკრეტული იდეები, რომლებიც დაკავშირებულია მათ საქმიანობის სფეროსთან, რისი მევეობითაც გვთავაზობენ გზებს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უკეთ შესაქმნელად. ჩვენი გამორჩეული სტუმარი საქართველოდან არის აკადემიკოსი და ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

აკადემიკოსი გიორგი მარგველაშვილი (დაბადების თარიღი: 4 სექტემბერი, 1969წ.) იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ფილოსოფიაში, იგი ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) რექტორად (2000-2006წწ. და 2010-2012წწ).

 2012 წლის ოქტომბერში იგი გახდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი.

ასევე, 2013 წლის თებერვალში გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ. 2013 წლის მაისში კი იგი დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად და გაიმარჯვა კიდეც ოქტომბრის არჩევნებში.

 გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს Visions for Europe-სთვის იხილავთ მითითებულ ბმულზე:

https://www.visionsforeurope.cz/giorgi-margvelashvili

პროექტი Visions for Europe მიზნად ისახავს შექმნას ათობით სხვადასხვა ხედვის ერთგვარი გალერეა. სხვა ვიდეოები ხელმისაწვდომია www.visionsforeurope.cz -ზე.

მეტი სიახლე