კვერცხის ლიქიორი

12. 1. 2022
კვერცხის ლიქიორი

უკვე გრძნობთ ვანილის და მუსკატის არომატებს? წელიწადის ყველაზე ლამაზი და სურნელოვანი პერიოდი დაგვიდგა და ნამდვილად მოუთმენლად ველოდები „კვერცხის ლიქიორის“ დაგემოვნებას ფუნთუშასთან და საშობაო ნამცხვრებთან ერთად, საჩუქრების შეფუთვას და ნაძვის ხის მორთვას საყვარელ ადამიანებთან ერთად. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ კვერცხის ლიქიორი ნამდვილი საშობაო სასწაულია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და ჩეხური შობის ერთ-ერთი სიმბოლოა.

მოდით დავამზადოთ ცოტა არატრადიციული ტრადიციული კვერცხის ლიქიორი, ნამდვილი ვანილით, ცოტაოდენი მუსკატის კაკლით და თეთრი რომით.

ეს რეცეპტი შეიქმნა ჩეხეთის ცენტრებთან თანამშრომლობით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩეხეთის რესპუბლიკის პოპულარიზებას საზღვარგარეთ. რას წარმოადგენს ჩეხეთის ცენტრები? ეს არის ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშემწყობი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ჩვენი ქვეყნის პრეზენტაცის კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო წარმომადგენლობების ქსელი აქტიური ინსტრუმენტია საჯარო დიპლომატიის სფეროში.

რამდენიმე რჩევა სასმლის მომზადებამდე:

ზოგადად, რაც უფრო მაღალია ინგრედიენტების ხარისხი, მით უკეთესია შედეგი და ეს ორმაგად ვრცელდება კვერცხის კონიაკზე.

ხარისხიანი ალკოჰოლი, ნაღები და რძე, კვერცხი (სასურველია სოფლის), ნამდვილი ვანილი = შესანიშნავი შედეგი.

იმუშავეთ სუფთად - დარწმუნდით, რომ ყველაფერი იდეალურად სტერილური და სუფთაა.

ინგრენდიენტები:

500 გრ ათქვეფილი ნაღები (30%)

250 მლ რძე

8 კვერცხის გული დიდი ზომის

20 გრ ვანილის შაქარი

60 გრ სემოლინის შაქარი

1 ვანილის მარცვალი

ერთი მწიკვი მუსკატის კაკალი

ერთი მწიკვი მარილი

155 გრ რომი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური ადგილობრივი რომი, მაგრამ უმჯობესია კარგი ხარისხის ან თეთრი რომი, რაც რეცეპტშიც აღვნიშნე - თეთრი რომის წყალობით კონიაკი უფრო რბილი დასალევია და თუ ნაკლებად ალკოჰოლური კონიაკი გირჩევნიათ, ცოტა ნაკლები რომი დაამატეთ)

მეთოდი:

1.     მოზრდილ თასში ათქვიფეთ კვერცხის გული ვანილისა და სემოლინის შაქრით, სანამ არ მიიღებთ მსუბუქ ფუმფულა ქაფს.

2.     გააცხელეთ სქელ კედლიანი ქვაბი და ჩაასხით რძე, ნაღები, ვანილის მარცვლები, ცოტა მარილი და ცოტაოდენი ახლად გახეხილი მუსკატის კაკალი - არ ადუღოთ, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურაზე ოდნავ ქვემოთ (ურიეთ, რომ არ მიიწვას). გაცხელების პროცესში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დარჩენილი ვანილის მარცვლები (მიღებული მასა უნდა გაიწუროს).

3.     სანამ კრემი წამოდუღდება, გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და გადაიტანეთ მანამდე მომზადებული კვერცხის გულის ქაფიან თასში. კვერცხს ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი კრემი და ათქვიფეთ დაბალი სიჩქარით - საჭიროა ტემპერატურის გათანაბრება, თუ ცხელ კრემს ათქვეფილ კვერცხს ძალიან სწრაფად დაასხავთ, მთლიანი მასა დაიშლება (რაც ნამდვილად არ გინდათ!). ნელ-ნელა დაამატეთ მასა, სანამ ქვაბში დაახლოებით ნახევარი არ დარჩება. განაგრძეთ ათქვეფა. დაასხით კვერცხის გული დარჩენილ მასას და გააცხელეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 80°C-მდე (თან ურიეთ) - თერმომეტრის ქონა უმჯობესია, მაგრამ მისი მომზადება თერმომეტრის გარეშეც შეგიძლიათ. ნარევი არ უნდა ადუღდეს, თუმცა ოდნავ უნდა შესქელდეს.

4.     გადაწურეთ მომზადებული მასა სხვა კონტეინტერში/თასში და აცადეთ ბოლომდე გაციება, დროდადრო მოურიეთ.

5.     გაციებულ მასას დაუმატეთ რომი, აურიეთ და შეავსეთ წინასწარ მომზადებული (სუფთა) ჭიქა, კარგად დახურეთ. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას (სასურველია მაცივარში). ალკოჰოლის წყალობით კონიაკი მაცივარში რამდენიმე კვირა გაძლებს.

https://theolive.cz/2021/11/25/vajecny-konak-eggnog/

მეტი სიახლე