ჩეხური ტრადიციული ბრენდები
KOH-I-NOOR (ქართ. კოჰინური)
კომპანია „KOH-I-NOOR HARDTMUTH“ თავდაპირველად დაარსდა 1790 წელს ქალაქ ვენაში, სასამართლოს არქიტექტორის იოზეფ ჰარდმუთის მიერ. კომპანიის სახელი უკავშირდება ამავე სახელწოდების ცნობილ ალმასს. თავდაპირველად, კომპანია დაკავებული იყო თიხის ჭურჭლისა და ფანქრების წარმოებით, ხოლო 1843 წელს იგი გადავიდა ჩესკე-ბუდეიოვიცეში. 1802 წელს დაპატენტდა გრაფიტისა და თიხისგან წარმოების უნიკალური მეთოდი. 1888 წელს დაიწყო ლეგენდარული ყვითელი ფანქრის KOH-I-NOOR 1500-ის წარმოება. კომპანია KOH-I-NOOR-მა შექმნა პირველი მექანიკური ხრახნიანი კალამი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე KOH-I-NOOR იყო ფანქრების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. 1937 წელს დარეგისტრირდა Versatil-ის სავაჭრო ნიშანი მექანიკური ფანქრებისთვის. 2015 წელს კომპანიამ დაარსებიდან 225 წელი აღნიშნა.
JAWA (ქართ. იავა)
სახელი „JAWA“ ჩამოყალიბდა სახელების იანეჩეკის და ვანდერერის შერწყმის შედეგად. კომპანიის დამფუძნებელი იყო ინჟინერი ფრანტიშეკ იანეჩეკი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ. ძალიან მოკლე დროში ფრანტიშეკ იანეჩეკმა ააშენა ევროპული დონის ქარხანა და დაიწყო სტენდების წარმოება, რომლებიც შესანიშნავად აკმაყოფილებდა არა მხოლოდ ხარისხს და სტანდარტებს, არამედ ჰქონდა ხელმისაწვდომი ფასიც. იანეშეკის ქარხნის პირველი მოტოციკლი პირველად წარდგენილ იქნა პრაღის ავტომობილების შოუზე, რომელიც გაიხსნა 1929 წლის 23 ოქტომბერს. პირველი JAWA უამრავი დეტალით განსხვავდებოდა თავისი დროის სხვა მოტოციკლებისგან, მაგრამ ყველაზე მეტად განასხვავებდა წვეთოვანი ფორმის საწვავის ავზი.
ZETOR (ქართ. ზეტორი)
სახელი „ZETOR“ შეიქმნა სახელის „ზეტი“, რომელსაც იყენებდა ზბროვკა ბრნოს ქარხანა და სიტყვის „ტრაქტორი“ ბოლო ორი ასოს „ორის“ მარტივი შერწყმით. პირველი ტრაქტორი Z 25 აეწყო 1946 წელს. ამ დროისთვის ბრენდს 1.2 მილიონზე მეტი ტრაქტორი აქვს გაყიდული. ზეტორის ტრაქტორები აადვილებს მუშაობას და ზოგავს ენერგიას და ფულს. ბრნოში საკუთარი წარმოებისა და განვითარების ცენტრის წყალობით, მათი ტრაქტორები მუდმივად ვითარდება. ზეტორის ტრაქტორი გთავაზობთ ძრავის სიმძლავრის და წარმადობის საუკეთესო კომბინაციას, მარტივ, ეფექტურ დიზაინს და მუშაობის ეფექტურობას.
TATRA (ქართ. ტატრა)
TATRA მანქანების ყველაზე ძველი მწარმოებელია ცენტრალურ ევროპაში და მეორე ყველაზე ძველი მსოფლიოში. კომპანიას საფუძველი ჩაეყარა 1850 წელს კოპრივნიცეში, თვითდასაქმებულ იგნაკ შუსტალის მიერ, რომელიც ფურგონებს და ვაგონებს აწარმოებდა. პირველი სამგზავრო მანქანა შეიქმნა 1897 წელს, პირველი სატვირთო მანქანა კი 1898 წელს. მსოფლიოში პირველ სატვირთო მანქანას და კოპრივნიცეს პირველ სატვირთო მანქანას შორის მხოლოდ ერთი წლის სხვაობაა, რომელიც შეიქმნა 1898 წელს. 1919 წელს მანქანებზე პირველად გამოჩნდა წარწერა TATRA (ტატრა). ტატრას სატვირთო მანქანები ისტორიულადაც მნიშვნელოვანია, რადგან მათ იყენებენ იქ, სადაც სხვები ვერ დადიან.
BAŤA (ქართ. ბატა)
ფეხსაცმლის კომპანია ბატა დაარსდა ტომაშ ბატას და მისი ძმების მიერ 1894 წელს ქალაქ ზლინში. კომპანია სწრაფად გახდა ფეხსაცმლის მთავარი მწარმოებელი და გახსნა ფილიალები საზღვარგარეთ. 2000 წელს ბატას ფეხსაცმლის კომპანიას ჰქონდა 50 საწარმო, 9 ტყავის ქარხანა, 4743 მაღაზია, 49 324 თანამშრომელი და წარმოდგენილი იყო 68 ქვეყანაში.
PRECIOSA (ქართ. პრეციოზა)
კომპანია Preciosa დაარსდა 1949 წელს მინის მწარმოებელი კომპანიების შერწყმით იაბლონეც-ნად-ნისოუში. პრეციოზა ცნობილია ბროლის მინის პროდუქტების წარმოებით. იგი აწარმოებს არა მხოლოდ ბროლის ჭაღებს, არამედ ბროლის უამრავ კომპონენტს, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის, ფეხსაცმლის და საიუველირო მრეწველობაში. მინა იწრთობა პრეციოსას კუთვნილ მინის ქარხნებში.
შკოდა
კომპანია შკოდა ავტო (ŠKODA AUTO a.s.) არის კომპანიის „ლაურინი & კლემენტი“ გაგრძელება, რომელიც დაარსდა 1895 წელს. 1895 წელს ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტიმ საქმიანობა დაიწყეს ველოსიპედების შეკეთებით და წარმოებით. მოგვიანებით დაამატეს მოტოციკლების წარმოება და 1905 წელს კი საზოგადოებას პირველი ავტომობილი წარუდგინეს. 1910 წელს კომპანია უკვე ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ავტომობილების უდიდესი მწარმოებელი იყო. 1925 წელს კომპანია შეუერთდა შკოდას პილსენში. 1991 წელს კი შკოდა შევიდა გერმანული ვოლკსვაგენის ჯგუფში.