EU4CULTURE პროექტის პირველი რეგიონული ქსელური კონფერენცია

1. 6. 2022
EU4CULTURE პროექტის პირველი რეგიონული ქსელური კონფერენცია

EU4CULTURE პროექტის პირველი რეგიონული ქსელური კონფერენცია თბილისში 19-20 მაისს გაიმართა.

2022 წლის 19-20 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა EU4Culture პროგრამის ფარგლებში მოაწყო პირველი რეგიონული ქსელური კონფერენცია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შერჩეული ქალაქების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. კონფერენცია წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. ღონისძიებას თბილისში ფიზიკურად ესწრებოდნენ მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, ხოლო უკრაინის წარმომადგენლები ერთვებოდნენ ონლაინ, Zoom პლატფორმის საშუალებით.

 ღონისძიებაზე შეიქმნა EU4Culture-ის რეგიონული ქსელი და შემუშავდა მისი სამოქმედო გეგმა. პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა წარადგინა რეგიონული ქსელის კონცეფცია და მისი ფუნქციონირების გეგმა. EU4Culture პროექტის რეგიონალურმა კოორდინატორებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თითოეული ქვეყნის მონაწილე ქალაქების შესახებ, რაც ქსელის წევრების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა. დაინტერესებულმა მხარეებმა კულტურის სხვადასხვა სექტორებიდან გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესახებ, ხოლო მოწვეულმა ექსპერტმა წარადგენა ინტერაქტიული პრეზენტაცია პარტნიორობის განვითარების შესახებ.

 გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ინიციატივებს. კონფერენციის მეორე დღეს ქალაქის ოფიციალური პირები დაესწრნენ სამუშაო შეხვედრებს პოლიტიკის შემუშავებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ, რომელიც ორგანიზებული იყო თითოეული ქვეყნისთვის დამოუკიდებლად.

 მონაწილეები

 - შერჩეული ქალაქების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან (ონლაინ).

 - ქალაქის მერი, ქალაქის მერის მოადგილე ან მუნიციპალიტეტის/მერიის წარმომადგენელი

 - წამყვანი აპლიკანტი - ოპერატიული პასუხისმგებელი პირი

 - თანააპლიკანტი – თანააპლიკანტის წარმომადგენელი

 - ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების პლატფორმის 2 წარმომადგენელი (მაქს. 4 მონაწილე ქალაქში, 2 ღამისთევა საქართველოში)

  - DG NEAR (TBC)

 - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (TBC)

 - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

 - EU4Culture ადგილობრივი ექსპერტები თითოეული ქვეყნიდან

 - EU4Culture გუნდი - რეგიონული და ეროვნული

 - პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები

 - გოეთეს ინსტიტუტი

 - დანიის კულტურის ინსტიტუტი

 - ჩეხეთის ცენტრები

 - საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

 - მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები

 - მედია

 კონფერენცია გაიმართა სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში. ქ.თბილისი, თელავის ქ. N20.

მეტი სიახლე