პირველი ჩეხური კედლის მხატვრობა თბილისში

17. 10. 2023
პირველი ჩეხური კედლის მხატვრობა თბილისში

პირველი ჩეხური ქუჩის მხატვრობის ნიმუში საქართველოს დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს ვაჟა-ფშაველას 34-ში შეიქმნა. ავტორი დანიელა ჰეროდესოვა, ჩეხი მხატვარი და ილუსტრატორია. ამ ფრესკას 6 დღის განმავლობაში ინტენსიურად ხატავდა.

ფრესკა ქართული ორგანიზაციის "ნიკო - ქუჩის ხელოვნების მოძრაობა" და "ჩეხეთის ცენტრი თბილისის" თანამშრომლობის შედეგია. მოძრაობა Niko Street Art-ის მიზანია მხარი დაუჭიროს ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს და ერთობლივად შემოიტანონ ხელოვნება საქართველოს ქალაქებში.

ავტორი, დანიელა ჰეროდესოვა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს პორტრეტებზე და ფიგურულ სცენებზე გროტესკული და ასევე ცოტა პროვოკაციული შინაარსით. მის ნახატებში ასევე მნიშვნელოვნად არის ასახული კონკრეტული ადამიანების ემოციები.

დანიელამ თავისი ნახატის შესახებ ისაურბა: "მე არ მინდა წმინდა სილამაზის დახატვა, ამას ირგვლივ ყველგან ვხედავთ. მინდა ვიყო ცოტა პროვოკაციული და ვაჩვენო ადამიანის კონკრეტული თვისებები, მაგრამ ასევე მათი ფარული სილამაზე. საქართველომ, ისევე როგორც ჩემმა ქვეყანამ, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა. ამ ქალბატონმაც რთული პერიოდი გამოიარა, ცოტა უცნაურია, მაგრამ მომღიმარი, უკეთესი მომავლის იმედით. ეს არის ჩემი მესიჯი.

მიბმულ ფაილში შეგიძლიათ უყუროთ საუბარი დანიელა ჰეროდესოვასთან.

მეტი სიახლე