მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყოფი მატარებლების ჩვენება + დისკუსია მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილთან.

2. 3. 2023
მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყოფი მატარებლების ჩვენება + დისკუსია მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილთან.

ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღეთ განსაკუთრებულ მოვლენაში, რომელსაც წარმოგიდგენთ ჩეხეთის საელჩო თბილისში და ჩეხური ენის ლექტორი თბილისში. პროგრამაში გვაქვს დისკუსია ქართველ მთარგმნელთან, სულხან მუხიგულაშვილთან, რომელმაც ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ჩეხი ავტორის, ბოჰუმილ ჰრაბალის რამდენიმე წიგნი. ამის შემდეგ იქნება ფილმის: „მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყოფი მატარებლების“ ჩვენება (1966, რეჟისორი: ირჟი მენცელი).

„მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყოფი მატარებლები“ არის კლასიკა რომელმაც დროს გაუსწრო, ის აღწერს სადგურის ახალგაზრდა მორიგის ცხოვრებისეულ თავგადასავალს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მისი სიყვარულისა და ომის სირთულეებს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პატარა ჩეხოსლოვაკურ ქალაქში. გვსურს გაცნობოთ რომ ფილმი ნაჩვენები იქნება ჩეხურ ენაზე, ინგლისური ტიტრებით. ფილმის ჩვენების წინ სულხან მუხიგულაშვილი, რომელიც დაგვპირდა მონაწილეობას, ამოგვიკითხავს ნაწყვეტებს ბოჰუმილ ჰრაბალის ნოველიდან, რაც საფუძვლად დაედო ფილმს. ჩვენთან იბაასებს თავის გამოცდილებაზე ბოჰუმილ ჰრაბალის შემოქმედების ქართულად თარგმნისას და სირთულეებზე რომლების გადალახვაც მოუწია, კულტურულ თავისებურებებზე და თავისებურ იუმორზე, რომლის მადლითაცაა ჰრაბალის პროზა ასეთი მნიშვნელოვანი და მკითხველებში დაფასებული. ნაწყვეტების ამოკითხვა და დისკუსია ქართულ ენაზე გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ღიაა მთელი საზოგადოებისთვის. დისკუსიაზე და ფილმის ჩვენებაზე სიხარულით მივიღებთ ყველას ვისაც აინტერესებს ლიტერატურა, ხარისხიანი კინემატოგრაფია და თარგმნის პრობლემები. თუ ხართ ჰრაბალის ნაწარმოებების ფანი, თუ გსურთ გაიგოთ მეტი თარგმნის ხელოვნების შესახებ ან ლიტერატურული ნაწარმოების ფილზის ენაზე „გადათარგნის“ შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ მოხვალთ.პროგრამა:

18:30 ამონარიდების ამოკითხვა და დისკუსია მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილთან

19:30 „მკაცრი დაკვირვების ქვეშ მყოფი მატარებლების“ ჩვენება დასწრება თავისუფალია სიხარულით გელით!

მეტი სიახლე