ქობულეთის კულტურის სახლში გამოფენის "ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით" გახსნა

16. 11. 2021
ქობულეთის კულტურის სახლში გამოფენის

11 ნოემბერს ქობულეთის კულტურის სახლში გაიხსნა გამოფენა "ცვლილების გზებით", რომელიც მოამზადა "ჩეხეთის ცენტრი თბილისი"-მა, გამოფენის დამაარსებელ არქიტექტორ დრაჰომირა კოლმანოვასთან თანამშრომლობით. ადგილობრივი პარტნიორები არიან NALAG (საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია) და ქობულეთის მერია.

გამოფენის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება მცირე და დიდი ცვლილებების მიღწევა სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, კოლაბორაციით და სპონსორების ან მხარდამჭერების მოძიების გზით. გამოფენის გახსნას დაესწრო 30-მდე სტუმარი როგორც ქობულეთიდან, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წარმოდგენილი მაგალითების მნიშვნელობამ და აქტუალობამ საქართველოსთვის. გამოფენით დაინტერესდა ასევე ქალაქი ფოთი.

მეტი სიახლე