ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის #EU4Culture მობილობის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დაფინანსების მოპოვება სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის (ონლაინ/ფიზიკური), პროფესიული განვითარებისთვის და სხვა.
მობილობის გრანტი დაფარავს მოგზაურობის, ცხოვრების, ვიზისა და რეგისტრაციის ხარჯებს.
კონკურსის მიზანია ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებისა და საზღვრებს გარეთ კავშირების შექმნის ხელშეწყობა.
- გაიგე მეტი კონკურსის შესახებ: https://cutt.ly/iOvSPqk
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით).
პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.