Czemoji-ს ემოციები არაა მხოლოდ ჩეხებისთვის, არამედ ყველაფერი ჩეხურის თითოეული გულშემატკივრისთვის! მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში - როდესაც ცდილობთ მოიფიქროთ, რას მოამზადებთ კვირა დღეს ან რა გაიყოლოთ გასვლისას. ემოციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ Slack, Whatsapp-სთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ Instagram ისტორიებში.
Czemoji შექმნა სონა იურიკოვამ 2019 წელს, თავისი სემესტრული ნაშრომისთვის ბრატისლავაში, სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში, პალო ბალიკის ხელმძღვანელობით. საჯარო სარგებლობისთვის პირველად გაეშვა 2020 წლის შემოდგომაზე. თავდაპირველი იდეა არ ყოფილა ჩეხური ემოციის შექმნა, არამედ კლასიკური, ყველასთვის ნაცნობი დიზაინის შეცვლა. ”რაღაც დროის შემდეგ აღარ მსიამოვნებდა ემოციების დიზაინის ცვლილებაზე მუშაობა, მინდოდა რაიმე ახალი შემექმნა, ამიტომ ჩემს თავს ვკითხე, რა მაკლდა კლასიკური ემოციების ნაკრებში - და ეს იყო რაღაც ნამდვილად ჩვენი, ჩეხური”, - განმარტავს ავტორი.
180 ემოციის ნაკრები ასახავს ჩეხურ სტერეოტიპებს, ეროვნულ კერძებს, ტრადიციებს, ჩეხურ ტრამვაის, ამასთან ავტორი მუდმივად ამატებს რაღაც ახალს. ”ჩეხური კულტურა ვიზუალურად ნამდვილად მდიდარია, ამიტომ ყველგან ვპოულობ ინსპირაციის წყაროს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ემოცია არის "chlebíček" (ცნობილი ჩეხური ღია სახის სენდვიჩი), ასევე ძალიან მომწონს სააღდგომო თემატიკა - ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა "pomlázka" (სააღდგომო მათრახი) ემოცია!" ამბობს სონა იურიკოვა.
ინსტაგრამი Czemoji: https://www.instagram.com/czemoji/
ავტორი
სონა იურიკოვა არის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი პრაღიდან. მან ბრატისლავაში დაამთავრა სამხატვრო აკადემია. არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი - მისი საბაკალავრო პროექტი "Slabikář" (ორთოგრაფიული წიგნი) ყველაზე ლამაზი ჩეხური წიგნების კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა, მისმა წიგნმა "Písmenková polívka" (ასოების წვნიანმა) მოიგო Belma Award-ის სპეციალური ჯილდო საუკეთესო ევროპული სასწავლო მასალისთვის. მან ასევე აღიარება მოიპოვა სტუდენტური დიზაინის ეროვნულ დაჯილდოვებაზე (ჩეხეთი). გასული წლის დეკემბერში სონამ მოიგო სლოვაკეთის დიზაინის ჯილდო სტუდენტის კატეგორიაში მის მიერ შექმნილი ემოციებისთვის - ჯილდო ენიჭება სლოვაკეთის დიზაინის ცენტრის და სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს მიერ.
ფეისბუქი: https://www.facebook.com/sonajurik
ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sonajurik/